ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

20 მაისი 2020, 10:29 990 ნახვა

მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.

ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში