შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე - საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა

19 მაისი 2020, 18:05 1257 ნახვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა კვლავ ძალაში დარჩეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით  მთავრობას უფლებამოსილება ექნება, შეინარჩუნოს შეზღუდვები ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი დიქტატორულია და ხელისუფლებას სავარაუდო რეპრესიების განხორციელების ლეგიტიმაციას აძლევს, კანონპროექტი შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში