ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი ივლისიდან ბალტიის სამივე სახელმწიფოდან ტურისტებს ვუმასპინძლოთ - ნათია თურნავა

19 მაისი 2020, 11:55 1376 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ 1 ივლისიდან ბალტიისპირეთიდან ტურისტები მიიღოს.

აღნიშნულ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან  გამართა.

„ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანიებმა „ვიზეარმა“ და „ეარ ბალტიკმა“ უკვე გამოხატეს სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსს, რიგასა და საქართველოს აეროპორტებს შორის. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში