ბათუმის აეროპორტში დღეს სპეცრეისით საქართველოს 99 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

19 მაისი 2020, 10:57 839 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკა-ბათუმის სპეციალური რეისით დღეს, 19 მაისს, საქართველოში 99 მოქალაქე დაბრუნდა. ისინი სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3746 ადამიანია განთავსებული.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კარანტინს 1162 ადამიანი გადის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში