ფორბსის შემდეგ Emerging Europe - რას წერენ ბათუმზე

17 მაისი 2020, 18:00 2320 ნახვა

ბათუმი პირველი ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება, - ამ სათაურით სტატიას Emerging Europe აქვეყნებს და წერს, რომ ზღვისპირა ქალაქი აპირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყოს, რომელიც საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნება. 15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ გეგმავენ. საგანგებო რეჟიმი, მათ შორის საყოველთაო კარანტინი, 22 მაისს უნდა მოიხსნას.

ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, მწვანე შუქი აუნთოს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან, ხოლო პირველი ივლისიდან საზღვრები გახსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის“, - წერს ავტორი.ამასთან ამბობს, რომ საქართველომ ახალი სლოგანი შეიმუშავა - უსაფრთხო მიმართულება. სტატიის  მიხედვით ქვეყანა მწვანე სივრცეებს ქმნის - მათ შორის აჭარის რეგიონში. აქვე მოჰყავს თორნიკე რიჟვაძის განცხადებაც, რომლის თანახმადაც პლაჟზე სოციალური დისტანციის დაცვის საკითხი გაკონტროლდება. სტატია ასე სრულდება. ბათუმში დღეების გატარებამ  შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა. წელს, ალბათ შეზღუდული იქნება თქვენი მიმართულებების არჩევანი, თუმცა საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და აქ სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში