ჯანდაცვის განახლებული რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის

15 მაისი 2020, 20:02 2038 ნახვა

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრების რეკომენდაციების დაცვა 18 მაისიდან მოუწევთ. სწორედ ორშაბათიდანაა ნებადართული ამ პროფილის დაწესებულების მუშაობა. სამუშაოს დაწყებამდე ობიექტებს რომელთაც 20 და მეტი დასაქმებული ჰყავთ, დასაქმებულებსა და ვიზიტორებს შესვლის წინ ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარონ. სალონები მხოლოდ ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტანციის დაცვით იმუშავებენ.

თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია მოძრავი ბარიერების გამოყენება. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს კი, სამუშაო სივრცე სადეზინფეცქიო საშუალებებით უნდა დასუფთავდეს

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში