აუცილებელ დეტალები ტურიზმის ამოქმედებისთვის - სამუშაო შეხვედრა

14 მაისი 2020, 20:57 1265 ნახვა

ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით,  შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან.

ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში