EMC -მ პროკურატურას გიორგი კოხრეიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა

14 მაისი 2020, 12:21 1306 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციის  შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას.  ორგანიზაცია ასევე მიმართავს  პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ   იემსის  მიამრთვსი ს საფუძველი დაუსაბუთებელია . ემზარ პაქსაძე ვერ ხედავს დირექტორის მიერ განხორცილებულ ქმედებებში დანაშაულების ნიშნებს და აცხადებს, რომ   მის მიერ  გატარებული ყველა  ზომა   კანონთან სრულად შესაბამისობაშია .

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში