პოლიციამ ''კანონიერი ქურდი'' დააკავა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოში შემოვიდა

13 მაისი 2020, 11:33 1171 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. - მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში