მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად

12 მაისი 2020, 20:54 1175 ნახვა

„არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა“ - ამას პრემიერ-მინისტრი აცხადებს. მთავრობამ სოფლის მეურნეობის არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად გეგმა შეიმუშავა. თითოეული ფერმერი, რომელსაც რეგისტრირებული მიწა აქვს, 1 ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებასა და 150 ლიტრ დიზელს მიიღებს. ასევე, ყველა ფერმერს  სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ.

მთავრობის მეთაურმა დაანონსა, რომ დახმარების მიიღებენ, ისინიც ვისაც ამ ეტაპზე მიწა რეგისტრირებული არ აქვთ, მაგრამ ამას წლის ბოლომდე გააკეთებენ. ფერმერებს შეეძლებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან მიმართონ. სოფლის მეურნეობის დახმარებაზე გათვლილი პროგრამის ღირებულება 300 მილიონი ლარია. ოპოზიციაში კი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას, არაფექტური და დაგვიანებული უწოდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში