პოლიტიკური ლიდერები გირჩის გადაწყვეტილებას აფასებენ

28 სექტემბერი 2016, 00:00 4272 ნახვა

გირჩის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების ლიდერები აფასებენ. “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახი კალაძე აცხადებს რომ მისთვის უფრო მოულოდნელი თავის დროზე გირჩის პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანება იყო. თავისუფალი დემოკრატებისთვის გირჩის ბლოკიდან გასვლა კი  მოსალოდნელი იყო.  თავად ბლოკის  ერთ-ერთ წევრი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ გირჩის ბლოკიდან გასვლის  შესახებ გადაწყვეტილება არა გირჩმა, არამედ პაატა ბურჭულაძემ მიიღო. ჯანდიერის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს, ბლოკის ფინანსური კუთხით უზრუნველყოფაზე საუბარი არ ყოფილა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში