სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა - გახარია

12 მაისი 2020, 14:41 1775 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს თქვა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია აქტიურად უნდა განხორციელდეს. ფერმერებს კი მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებებს და საკუთრებაში არსებული ნაკვეთები დაიკანონონ. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ ისინი სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობას. 

საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს მიწები დარეგისტრირებული არ აქვს. ისინი ნაკვეთებს ამუშავებენ, თუმცა კანონიერ მფლობელობაში არ არის. 

სახელმწიფომ მიწის რეგისტრირების პროგრამა გასულ წლებში გაამარტივა. 

ასევე არის სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად გაგვენხილა, ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ. გამოყოფილი გვაქვს უკვე დაფინანსება ამ ღონისძიებებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა. 

ყველაფერი ის რაზეც უკვე ვილაპარაკე პირდაპირ არის  დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობის განვითარებას, ყველა ის ადამიანი,  რომელსაც  შეიძლება რაღაც მიზეზით მიწა არ აქვს რეგისტრირებული, წლის ბოლომდე ვინც მოახერხებს რეგისტრაციას  ეს შეღავათები  მათაც შეეხებათ. 

ეს ნიშნავს იმას , რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც  პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს და სოფელს. ეს არის  ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, არამედ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგროსასურსათო მდგომარეობაზე. 

ფერმერებს მინდა მოვუწოდო, მიწა რომელიც გააჩნიათ სარგებლობაში რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ იმისთვის, რომ გახდნენ პროგრამების ბენეფიციარები'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში