ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

10 მაისი 2020, 18:02 2281 ნახვა

ჩამოწოლილი მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა  სრულად სავარაუდოდ ხვალიდან აღდგება. დღეს კი გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.

მეწყრული პროცესი ქედაში  გვიან ღამით განვითარდა, თუმცა მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, რადგან იქ არავინ ცხოვრობს. ტერიტორიაზე დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში