როცა ქვეყანა გაიხსნება და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას ეს იქნება საბოლოო წარმატება-თენგიზ ცერცვაძე

09 მაისი 2020, 17:08 1945 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შემთხვევების კლების მიუხედავად საბოლოო გამარჯვებისთვის ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია. 

მისივე თქმით, როცა ქვეყანა გაიხსნება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას ეს იქნება წარმატება.

„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური წარმატება და ამ მომენტისთვის წარმატება. ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპური აღდგენა, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ “განწირულობიდან” გამომდინარე.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი - წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში