სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის უფლება ექნებათ

08 მაისი 2020, 14:45 1946 ნახვა

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის გეგმიური მომსახურების აღსადგენად ახალი მოთხოვნები შემუშავდა. ამის შესახებ ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა.

სპეციალურ ბრიფინგი მან ისაუბრა იმ საფეხურებზე, რომლებიც სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმიური მომსახურების უფლების აღდგენისთვის უნდა გაიარონ.

"დღის ბოლომდე ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ ელექტრონილი ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge.

11 მაისიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულიების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.

შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“,- აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში