ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

07 მაისი 2020, 10:36 3352 ნახვა

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ დილის ცხრა საათზე მაღაზია გატეხილი დახვდა. ქურდები სავარაუდოდ სარკმლიდან შევიდნენ. მისივე თქმით, ობიექტიდან წაღებულია მცირედი თანხა, ნახევარფაბრიკატები, სუნელები და სხვა პროდუქტები.

ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევა სავარაუდოდ კომენდანტის საათის დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში