“თავისუფლება მსოფლიოში” - Freedom House-ის ანგარიში

06 მაისი 2020, 15:03 1405 ნახვა

საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების სიაში, 100-დან 61 ქულით მოხვდა.   პოზიცია გასულ წელთან შედარებით ორი ქულით გაუარესდა - ამის შესახებ  ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში წერია. 2020 წლის ანგარიშში საქართველომ მაქსიმალური 60 ქულიდან 37 მიიღო, რაც ასევე, ერთი ქულით ჩამორჩება გასული წლის შედეგს.

,,დემოკრატიული ფასადების რღვევა“ ანგარიშში ყველაზე მოცულობითი სასამართლო სისტემაა. საუბარია პოლიტიკურ გავლენებზე. ანგარიშში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას საქმეებიცაა განხილული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში