კორონავირუსი და კენჭისყრა - როგორ ჩატარდება არჩევნები 2020?

05 მაისი 2020, 20:17 1565 ნახვა

როგორ განსაზღვრონ ვადები არჩევნებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა მეტ კონკრეტიკას ითხოვენ დეპუტატები. უცნობია, როდის მიეცემა პოლიტიკურ ძალებს, წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის საშუალება? მათთვის ასევე უცნობია, შევა თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებები? ნაწილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. მთავარი მოთხოვნა ახლა, საარჩევნო მომავალთან დაკავშირებით საერთო გეგმის განხილვაა, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის ირგვლივ კითხვები არ გაჩნდეს. ოპოზიციაში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში