ახალი კორონავირუსის კრიზის გამო მარტში ქვეყნის ეკონომიკა 2,7%-ით შემცირდა

30 აპრილი 2020, 20:01 1816 ნახვა

ეკონომისტები, კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზიანის გაზრდის შესაძლებლობაზე საუბრობენ. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში შემოსული და ქვეყნიდან გამავალი პროდუქტის ნაწილი შემცირებულია.

ამ ფონზე შემოსულ პროდუქტებზე ფასების მატებას არ გამორიცხავენ. პანდემიის ფონზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სფეროს - ტურიზმსაც მიაყენა. რომელიც კრიზისის სრულად ამოწურვამდე გაჩერებული იქნება. სპეციალისტები ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში