აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება

29 აპრილი 2020, 20:02 1255 ნახვა

აჭარის საგანგებო ბიუჯეტი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ხვალ უნდა დაამტკიცონ. მანამ კი, დაგეგმილი ცვლილებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და ბიუროზე განიხილეს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გეგმა ანტიკრიზისულია, ხოლო პოსტკრიზისულს მაისში შეიმუშავებენ.  ფინანსურ დოკუმუნტი, არ ითვალისწინებს რეგიონის ბიუჯეტის  შემცირებას ან მატებას, თანხა მხოლოდ მუხლიდან მუხლში გადავიდა.

გეგმაში გაწერილი პრიორიტეტები არ მოსწონს ოპოზიციას, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც აქამდე ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ აპირებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრისგან  კიდევ ერთხელ მოისმინონ რას მოხმარდება  მიმდინარე წლის ფინანსურ დოკუმენტში საგანგებოდ მობილიზებული 23 მილიონი ლარი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში