მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

28 აპრილი 2020, 10:37 1449 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა, მათგან 922 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 211 ათას 631 პირი. ყველა მძიმე ვითარება აშშ-შია სადაც მსოფლიოს ინფიცირებულთა მესამედია. 

ბოლო მონაცემებით ამერიკაში კორონავირუსი მილიონ ათი ათასს ადამიანს დაუდასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 139 ათასზე მეტი ხოლო გარდაიცვალა 56 ათას 803. დაავადება თავისი პიკისკენ მიიწევს რუსეთში, იქ უკვე 87 ათასზე მეტი ინფიცირებულია.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას მედიკოსების თქმით აქ კრიზისულმა ვითარებამ უკვე ჩაირა და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო, თუმცა სტატისტიკა კვლავ შემაშფოთებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში