დღეიდან კორონავირუსისგამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო

27 აპრილი 2020, 12:02 2307 ნახვა

დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.   უკვე რამდენიმე საათია, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.  

თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ტაქსებიც.დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპზე ამოქმედდა ყველა ტიპის ონლაინ და საკურიერო მომსახურებაც;    თუმცა, თითოეული მძღოლი ვალდებულია, ეპიდემიოლოგების მითითება მკაცრად დაიცვას. დღიდან მუშაობას განაახლეს  ღია ტიპის ბაზრობებმაც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში