მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონ 995 ათასამდე გაიზარდა

27 აპრილი 2020, 11:00 1253 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონ 995 ათასამდე გაიზარდა და ექსპერტების თქმით დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს. დაღუპულია 207 ათასი და გამოჯანმრთელებულია 881 ათასი ადამიანი,  სტატისტიკის თანახმად, პანდემიის ეპიცენტრში აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 987 ათასზე მეტია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა  55 413-ია, გამოჯანმრთელებულია 118 781 ადამიანი.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ესპანეთი ლიდერობს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 226 629, დაღუპულთა რიცხვი კი 23 190-ია, ყველაზე მეტი - 26 644 - ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი - 197 675-ია, მესამე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც კორონავირუსის 162 100 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 22 856-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში