უცხოეთში საქართველოს ორი მოქალაქე COVID 19-ით გარდაიცვალა

27 აპრილი 2020, 10:05 1553 ნახვა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. თელავში მცხოვრები 25 წლის მამაკაცი იქ სამუშაოდ იყო წასული, ოჯახის ინფორმაციით გარდაცვლილის თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მას ვირუსი რამოდენიმე დღის წინ, ლაბორატორიულად დაუდასტურდა, რასაც ჯანმრთელობის გაუარესება მოყვა.

ოჯახის ინფორმაციით ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საქართველოს 80 წლის მოქალაქე გარდაიცვალა ნიუ იორკში, მას თანხმლები ქრონიკული დაავადება აწუხებდა. საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით ისინი ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში