გადამზადების ონლაინ კურსი მოქმედი მეზღვაურებისთვის

24 აპრილი 2020, 15:02 3294 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელი ცენტრი მოქმედი მეზღვაურებისთვის დისტანციურ სწავლებას იწყებს. პანდემიის გამო ერთი თვეა გადამზადების პროცესი შეჩერებულია, როგორც აკადემიაში ამბობენ თეორიული სწავლებისთვის ონლაინ პროგრამა უკვე მზადაა.

კურსის გავლის შემდეგ კი მეზღვაურები შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. კონვენციის მიხედვით მოქმედ მეზღვაურებს 5 წელიწადში  ერთხელ  გადამზადების გავლის ვალდებულება აქვთ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში