საკონტეინერო ტერმინალიდან თანამშრომლები დაითხოვეს

24 აპრილი 2020, 15:05 1594 ნახვა

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან 25 თანამშრომელი გაათავისუფლეს. დასაქმებულების თქმით, თითქმის ერთი თვეა რაც   სახლში არიან და არ მუშაობენ, ტერმინალში დასაქმებულებს ანაზღაურება გამომუშავებით ჰქონდათ.  

ერთი თვე კი ხელფასი არ აუღიათ. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად სახლში  დროებით იმ მიზეზით  გაუშვეს, რომ ტვირთბრუნვა შემცირებული იყო და მუშახელი არ სჭირდებოდათ.

რამდენიმე დღის წინ კი გაიგეს, რომ სამსახურიდან  ოფიციალურად გათავისუფლდნენ. თუმცა ამბობენ, რომ 2 ახალი ბრიგადა მუშაობას განაგრძობს.  

საკონტეინერო ტერმინალის ყოფილი თანამშრომელი, ლევან ჯაფარიძე ,,მთავართან’’ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად საშვების შეცვლა უთხრეს, თუმცა გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაშიც იყვნენ. საკონტეინერო ტერმინალში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში