სოციალურად დაუცველი ოჯახები 6 თვით 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ

24 აპრილი 2020, 14:50 2216 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

სახელმწიფოსგან მომავალ 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა.

"ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა ისინი სახელმწიფოსგან ზრუნვის გარეშე. ჩამოთვლილი ჯგუფები სახელმწიფოსგან 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ" განაცხადა გიორგი გახარიამ 

ოჯახები, რომელთაც სოციალური სარეიტინგო ქულა 65 დან 100 000 მდეა. ასეთია 70-ათასი ოჯახი

ოჯახები, რომელთაც სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, მათ სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება. ასეთია 21 ათასი ოჯახი. 

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ასევე ისარგებლებენ 600 ლარიანი დახმარებით. საქართველოში ასეთი სულ 40 ათასი მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში