ხვალ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

23 აპრილი 2020, 20:04 1740 ნახვა

როდის დაუბრუნდება საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს და როდის აღდგება ეკონომიკური საქმიანობა? - საკითხზე ჯერ საბოლოო პოზიცია არ არის, თუმცა გაწერილია სამოქმედო გეგმა. შეზღუდვების გაუქმებამდე კი ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად გარკვეული შეღავათებიც დააწესა. ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

სოციოლოგები ფიქრობენ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში აქცენტი უნდა გაკეთდეს  თუ როგორ  შეჩერდება მზარდი გაღარიბება ქვეყანაში, ვინაიდან პანდემიის ფონზე ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. გარდა ამისა საინტერესოა, რამდენი პაციენტის მიღებას შეძლებს ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები და როგორ მოხდება იმ მოსწავლეებში ცოდნის დანაკლისის ანაზღაურება? რომელებიც ინტერნეტთან ხელმიუწვდომობის გამო, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ისმენენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში