აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს გარეული ცხოველების ბაზრობები სამუდამოდ დახურვისკენ მოუწოდებს

23 აპრილი 2020, 10:16 1381 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს გარეული ცხოველების ბაზრობები სამუდამოდ დახურვისკენ  მოუწოდებს. პომპეომ  განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაზრობებზე გარეული ცხოველებით ვაჭრობასა და ზოონოზურ დაავადებებს შორის არსებული კავშირის გამო ჩინეთმა უნდა დახუროს ყველა ბაზრობა, სადაც გარეული ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობენ.

შეგახსენებთ,რომ მედია კორონავირუსის გავრცელებას ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ცხოველების ბაზრობას უკავშირებს. აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 792 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის რამდენიმე შტატმა შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა დაიწყო. ესპანეთმა   კი საგანგებო მდგომარეობის ვადა 9 მაისამდე გაახანგრძლივა.  

ესპანეთში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ქვეყანაში ვირუსის 208 ათას 389 შემთხვევაა დადასტურებული და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კი - 21 ათას 700-ს აჭარბებს. მეზობელ თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 083 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 ფაქტი დაფიქსირდა.  

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერნოპილისა და კრემენეცის მიტროპოლიტ სერგის კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი კიევში მკურნალობს.  იმავე საავადმოყოში მურნალობენ მღვდელი და მისი მეუღლე პოჩაევოდან, მათ „კოვიდ-19“ ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ. კორონავირუსი ტერნოპოლში კიდევ ოთხ სასულიერო პირს დაუდასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში