საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

22 აპრილი 2020, 15:42 1761 ნახვა

97 მომხრე, 10 წინააღმდეგი საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე დეპუტატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერის აპარატის უფროსმა მიმართა.

კენჭისყრაში მონაწილოება არ მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მათი თქმით, რადგან მთავრობამ დღეს ვერ წარმოადგინა საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა, ისინი მათ არ ენდობიან და შესაბამისად ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 27 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და შეზღუდვების მოხსნის პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში