რომი-თბილისის რეისით საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა

22 აპრილი 2020, 10:03 1078 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გრძელდება.  რომი-თბილისის რეისით  ქვეყანაში  183 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი   საკარანტინო  ზონებში გადაიყვანეს.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში განხორციელდა 25-ზე მეტი ავიარეისი და შედეგად, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში