საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება

21 აპრილი 2020, 20:15 1611 ნახვა

22 მაისამდე გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობა. ხელისუფლება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს. კვლავ ძალაშია სლოგანი #დარჩისახლში. ხვალის ნაცვლად, 27 აპრილიდან მოიხსნება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი კიდევ 1 თვის განმავლობაში არ იმუშავებს. ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგ ნაწილზეც იმსჯელეს, რომელსაც 24 აპრილს გავეცნობით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში