საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა

21 აპრილი 2020, 17:53 2459 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა ის, რომ კონტროლირებადი გახდა შემთხვევების გავრცელება. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მასობრივი შემთხვევების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 22 მაისის ჩათვლით. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

პრეზიდენტის განმარტებით ამ გადაწყვეტილებით საშუალება ექნებათ შეზღუდვების მოხსნისთვის  სათანადოდ მოემზადონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში