მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ორ მილიონ ნახევარს უახლოვდება

21 აპრილი 2020, 14:45 1670 ნახვა

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ორ მილიონ ნახევარს უახლოვდება. პირველი მილიონი ინფიცირებულის შესახებ ცნობილი  გახდა 2 აპრილს,  ორი მილიონი დაავადებული კი გასულ კვირას დაფიქსირდა.  ყველაზე მეტი ინფიცირებული  აშშ-ში, ესპანეთსა და იტალიაშია.  

ამერიკა 759 ათასი კოვიდის დადასტურებული შემთხვევით  რამდენჯერმე  უსწრებს ესპანეთს, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ორშაბათს 200 ათასს გადააჭარბა.  აშშ-ში ლეტალური შემთხვევათა რაოდენობა 40 ათასს აღემატება, მათგან 15 ათასი ნიუ-იორკში დაფიქსირდა. ქვეყანაში 71 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ევროკავშირში კერძოდ კი იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 103 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა კარანტინის ამოქმედების შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ იკლო. სამივე  ქვეყანაში  ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებაც შეინიშნება.  

ამ ქვეყნების მთავრობები სტატისტიკას  ფრთხილი ოპტიმიზმით  აფასებენ და აღნიშნავენ, რომ  ცხოვრების ჩვეულ რიტმს ქვეყნები კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდებიან.  ამ შეფასებას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში