ქანთარია ბელარუსის ჩემპიონატის საუკეთესოებშია

21 აპრილი 2020, 14:18 1999 ნახვა

​ევროპის ერთადერთი ქვეყანა ბელარუსია, სადაც ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ადგილობრივმა გამოცემა tribuna.com-მა 5 ტურის შემდეგ გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. ამ სიაში "ნემანის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქანთარიაც მოხვდა. 22 წლის ქანთარიამ ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 1 გოლის გატანაც მოახერხა. ქართველს როგორც ნახევარდაცვის ხაზში ასევე დაცვაშიც შეუძლია თამაში და "ნემანისთვის" სტანდარტულრბის მთავარი შემსრულებელიცაა. სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა ქართველი გულშემატკივრის თვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი. გასულ სეზონში ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გაბრიელ რამოსი. ბრაზილიელი ახლა ბელაზის "ტორპედოს" ღირსებას იცავს და 4 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

5 ტურის შემდეგ ბელარუსის ჩემპიონატს 10-10 ქულით "სლუცკი" , "ვიტებსკი" და "ტორპედო" ლიდერობს. ბელარუსში მე-6 ტურის მატჩები 24,25 და 26 აპრილს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში