რომიდან საქართველოში დღეს 180 მოქალაქე დაბრუნდება - სპეცრეისით მძიმე პაციენტსაც ჩამოიყვანენ

21 აპრილი 2020, 13:38 1451 ნახვა

დღეს თბილისის აეროპორტში რომიდან საგანგებო რეისი განხორციელდება. სპეცრეისის შედეგად საქართველოში რომიდან 180 მოქალაქე დაბრუნდება. მგზავრებს შორის არიან ხანდაზმულები, განსაკუთრებული საჭიროების მქონდე პირები და არასრულწლოვნები. იტალიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის რეანომობილი გამოიყო. სპეცრეისით საქართველოში დღეს მძიმე პაციენტსაც ჩამოიყვანენ.

"აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან  რომში.  თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში. ეს რომიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დაგეგმილი მესამე რეისია"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით,  სამშობლოში  მთავრობის ხელშეწყობით  ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში