დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის – ტედროს ადანომ გებრეისუსი

21 აპრილი 2020, 09:57 3212 ნახვა

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა.  „ეს არის ვირუსი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. აცხადებს იგი. ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია აშშ-ში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 417 ადამიანი დაიღუპა და 24 859 - დაინფიცირდა. გერმანიაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო.

ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა.  გერმანიაში კორონავირუსის 145743 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 4642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 4 მაისიდან შეზღუდვების მოხსნას გეგმავს იტალია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში