ვიდეოკონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტთან

20 აპრილი 2020, 14:30 1379 ნახვა

ვიდეოკონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტთან. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა. ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში