პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაავალა ყველა შეზღუდვის დაცვა მკაცრად გააკონტროლოს

18 აპრილი 2020, 17:19 1887 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.

გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს. გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალება, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.

ამასთან, რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში