"დღეს წითელი პარასკევია, ყველაზე მძიმე დღე და უჩვეულოა, რომ ამ დღეს პრეზიდენტმა მიმართოს ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი 

17 აპრილი 2020, 21:12 2186 ნახვა

„დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს მიმართოს თავის ხალხს. საჭიროდ მივიჩნევ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფო ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ." -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ​ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა განიცადეს.

"ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე უფრო ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე აღნიშნა, რომ დაავადებისგან დაზღვეული არავინ არ არის, ხალხს სახლში დარჩენა სთხოვა. ასევე შესაძლებლად მიიჩნევს საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებას.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს. ამიტომ, ისევე როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში