აშშ-მ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს დამატებით 600 ათასი დოლარი გამოუყო

17 აპრილი 2020, 19:02 1566 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებით 600 000 დოლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აცხადებს საელჩო

 

გავრცელებული ინფორმაციით, თანხა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში