ბათუმში ყველა მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა

17 აპრილი 2020, 12:13 1837 ნახვა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

ქალაქის ტერიტორია დიდი და მცირე ზომის, სულ 10 სასაფლაოა. 

დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. პროცესში ასევე ჩაერთვება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში