ფოთისა და ზუგდიდის ბაზარი მთლიანად დაიხურება

16 აპრილი 2020, 17:42 1644 ნახვა

ფოთისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები, რომლებიც დღემდე ნაწილობრივ ფუნქციონირებდა დაიხურება. ამის შესახებ სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პოლიციის ზედამხედველობისა და მუნიციპალიტეტის მობილიზებისა ვითარება უმართავია და მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ.

"წარმოუდგენელია ის, რაც მოხდა დღეს ზუგდიდის ბაზარში. მიუხედავად პოლიციის მობილიზაციისა, მუნიციპალიტეტის მობილიზაციისა პროცესი შეიქმნა უმართავი. დღეს რეალურად იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე უარი განაცხადეს, დაზარალდნენ მეწარმეები. ეს არის საკუთარი თავის უპასუხისმგებლობის მაგალითი"-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ზუგდიდის აგრარული ბაზარი დღეიდან, ფოთის კი ხვალიდან დაიხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში