ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს - გარდაცვალების მიზეზი უცნობია

16 აპრილი 2020, 12:52 14413 ნახვა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს, მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

50 წლამდე ასაკის ქალი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში