"არჩევნები სტანდარტულ დროში ჩატარდება" - ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2020, 22:12 1515 ნახვა

გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"- სტუმრობისას ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ეპიდემია მალე დასრულდება და სტანდარტულ დროში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები

"მოგეხსენებათ არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს, მანამდე არის ორ თვიანი ვადა, როცა უნდა დაინიშნოს არჩევნები. მე ვფიქრობ არჩევნებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება და ის სათანადო ვადებში ჩატარდება."  ირაკლი კობახიძე

კანონის მიხედვით, არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუმეტეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. 8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.  2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი - 3 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში