ბათუმის ბულვარში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

12 აპრილი 2020, 11:52 1263 ნახვა

ბათუმის ბულვარში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე პრომინადები და ველობილიკები დამუშავდება. სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება ბულვარში სკამები, ატრაქციონები და სავარჯიშო მოედნებიც.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით ბოლო დღეებში აქ ხალხმრავლობა შეინიშნება, რის გამოც ისინი სასეირნოდ გამოსულ მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე ამბობენ, რომ მოქალაქეებმა დამუშავებულ ტერიტორიაზე შეხებისგან თავი უნდა შეიკავონ. დეზინფექცია როგორც ძველ ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჩატარდება.გარდა ამისა მერიის ინფორმაციით პარალელურად  ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში