ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

12 აპრილი 2020, 11:14 1746 ნახვა

ბათუმის კლინიკა ''მედალფაში'' კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა. პაციენტი საზღვარგარეთ იყო და ქვეყანაში 11 დღის წინ შემოვიდა, ის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. "დაგვემატა ერთი პაციენტი, ის იმყოფებოდა კარანტინში. ბოლო ორი დღეა გამოუვლინდა ტემპერატურული რეაქცია, დადასტურდა კოვიდ ინფექცია და ახლა გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. მდგომარეობა არის სტაბილური" - აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმში 12 აპრილის მონაცემებით, ამ 25 პაციენტი მკურნალობს. "აქედან ორი არის მძიმე და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება. დანარჩენი პაციენტები თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან. ექვსი მათგანის მდგომარეობა არის საშუალო და საყურადღებო" - ამბობს გიორგი ლომიძე გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 11 პრილს, ბათუმის კლინიკიდან მეექვსე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაიწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში