ბელარუსში გაბრიელ რამოსმა გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა

11 აპრილი 2020, 21:58 2606 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა ,რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს განაგრძობს. დღეს ბელარუსის ჩემპიონატის მე-4 ტურში 3 შეხვედრა გაიმართა. ბათუმის ,,დინამოს’’ ყოფილი ფეხბურთელის გაბრიელ რამოსის ჟიდონოს ,,ტორპედომ’’ მნიშვნელოვანი გამარჯვება 2:0 ,,ენერგეტიკთან’’ მოიპოვა. ბრაზილიელი კი ამ გამარჯვების შემოქმედი გახდა. რამოსმა ჯერ 55-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა და ხაჩატურიანს გაატანინა ,ხოლო 66-ე წუთზე კი ლამაზი დარტყმით შეძლო გოლის გატანა.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა . ,,სლუცკმა’’ ,,ვიტებსკი’’ მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა , ხოლო ,,გოროდეიამ’’ მინსკის ,,დინამო’’ 1:0 დაამარცხა. ხვალ ბელარუსის ჩემპიონატში კიდევ 3 შეხვედრა გაიმართება . 16:00 საათზე ,,მინსკი’’ ,,ბატეს’’ მიიღებს. შინდაგორიძის და დიასამიძის სოლიგორსკის ,,შახტიორი’’ კი გასვალზე 18:00 საათზე ,,სმოლევიჩს’’ დაუპირისპირდება. დღის ბოლო მატჩში კი 20:00 საათზე ,,ბრესტი’’ და მინსკის ,,ისლოჩი’’ შეხვდებიან. 4 ტურის შემდეგ ბრაზილიელი გაბრიელ რამოსის ანგარიშზე 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. 1 გოლი გატანა შეძლო გეგა დიასამიძემ და ასევე ერთი გოლია გიორგი ქანთრიას ,,ნემანის’’ ქართველ მცველის ანგარიშზე

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში