გადაედო თუ არა კორონავირუსი პაციენტიდან პაცინეტს - ქობულეთის კლინიკაში მოკვლევა დაიწყო

11 აპრილი 2020, 12:05 3643 ნახვა

ქობულეთის კლინიკაში, სადაც სავარაუდოდ, ვირუსი პაციენტიდან პაციენტს გადაედო, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. წინასწარი ინფორმაციაც აქვთ, თუმცა ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ჯერ დადასტურებულად ამას ვერ იტყვის. "მოკვლევა დაწყებული გვაქვს წინასწარი ინფორმაცია საავადმყოფოში ინფექციის გადაცემაზე, მაგრამ ამაზე მყარად დადასტურებულად, ჯერჯერობით პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, თუმცა პირველადი ინფორმაცია არის ის, რასაც თქვენ აღწერთ. ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ორი პაციენტის ინფიცირების შესახებ ვისაუბროთ.

ამის შესახებ ინფორმაცია გვექნება ცოტა მოგვიანებით. კლინიკა ამ ეტაპზე გაჩერებულია არა იმიტომ, რომ იქ გარკვეული საფრთხეა, არამედ იმის გამო, რომ იმ კლინიკის სამედიცინო პერსონალის ნახევარი, გადასულია საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე კლინიკა არ იღებს პაციენტებს. სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია კლინიკაში"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსზე ანალიზი აუღეს ქალს, რომელიც ქობულეთის იმ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ინფიცირებული კაცი მიიყვანეს. ქალი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სწორედ მასთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა რეანიმაციაში პირმა, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდგინდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში