შესაძლებელია ასეთ პირბადე დემნა გვასალიამ გამოუშვას, მოსწონს ასეთი რაღაცები - პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:32 2667 ნახვა

მე  ვიზუალსაც არ ვუწუნებ, შესაძლებელია ასეთი დემნა გვასალიამ გამოუშვას, მოსწონს ხოლმე ასეთ რაღაცები. ხო იცით როგორი რამეები გამოუშვა - ამის შესახებ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

იმნაძე ამბობს, რომ ქართული წარმოების პირბადეები რეალურად გამოცდილია და ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ.  "ახლანდელი თაობა განებივრებულია ახალი პირბადეებით, მრავლად იყო ბაზარზე და სხვადასხვა დიზაინით, თუმცა ახლა აღარ არის, მთელ მსოფლიოში სერიოზული დეფიციტია. გუშინ იაპონიის პრემიერ მინისტრი ვნახე პირბადით,  იმაზე ბევრად უკეთესი დიზაინია ჩვენი დოლბანდის პირბადე. ამას ცხვირთან აქვს მონიშნული და შეცდომით ვერ გაიკეთებ, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ვინც ვირუსებზე ვმუშაობდით, ყველამ ვიცით, რომ ეს არის ანა ბანა, სანამ იქნებოდა თანამედროვე ნიღბები, ჩვენ ასეთებით ვმუშაობდით შავ ჭირზე და სხვა ვირუსებზე. 

ადამიანები, რომლებმაც ეს დოლბანდის პირბადეები ვარგისიანობაზე და დამცავუნარიანობაზე შეამოწმა, შოთა ცანავა და გელა მგელაძე არიან, რომლებიც ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთებზე" - განაცხადა იმნაძემ.  

ამბობს, რომ პირბადე იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად: "ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპორატორი 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ექიმები ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში